← სიახლეებზე დაბრუნება

წარმატებული პრომეთელი

31 ოქტომბერი, 2024

წარმატებული პრომეთელი
👧 დღევანდელ რუბრიკაში გაგაცნობთ, ჩვენის სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეს, ოქრო გოგოს - მარიამ ხუციშვილის.
🥋 🥋 მარიამმა ვარჯიში დაახლოებით 9 თვის წინ დაიწყო. მისი შთაგონება ოჯახისწევრები გახლავთ. როგორც თავად გვითხრა მამა, ბიძები და უახლოესი გარემოცვა სულ ჯუდოისტები ჰყავს და ხშირად ესმოდა საუბარი სპორტის ამ სახეობაზე. 
🏆  🏆  როგორც კი ბიძამ გოგონათა წრე გახსნა, დაიწყო აქტიური ვარჯიში და 9 თვის მერე  გახდა საქართველოს ჩემპიონი 2012 - 2013 წლიანების მძიმე წონით კატეგორიაში.
💬  💬  გთავაზობთ მარიამის ინტერვიუს მცირე ნაწილს და მის დიდ ემოციებს: 
🥇 🥇 "ჩემპიონობის შემდეგ, ჩემი წონის ფავოროტი გავხდი და მალე ნომერ პირველიც ვიქნები, რადგან ამისთვის დღე და ღამე ვვარჯიშობ.
🥰  🥰 შეჯიბრის დღეს ძალიან ვნერვიულობდი რადგან ოქროს მეტი არაფერი მინდოდა. 
🙏  🙏  მადლობელი ვარ რომ ჩემი მეგობრები და ჩემი მწვრთნელი ჩემს გვერდით იყვნენ.  
☺️  ☺️  სულ 5 ჭიდაობა ვიჭიდავე პირველი ყველაზე ძნელი იყო რადგან ვნერვიულობდი და თან მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი იყო.
🤝  🤝  თავიდან ვაგებდი მაგრამ შემდეგ ამოვქაჩე და ის შეხვედრა მოვიგე. დანარჩენი შეხვედრები შედარებით ადვილი იყო მაგრამ ისინიც ძლიერები იყვნენ.
🥳  🥳  ოქროს მოგება საუკეთესო გრძნობა იყო, უზომოდ ბედნიერო ვიყავი და ეხლა ვემზადები მომდევნო შეჯიბრებისთვის".
❤️  ❤️  ვულოცავთ მარიამს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს ❤️❗️❗️❤️